„თამ“ სუ–25 ტიპის თვითმფრინავის სხვადასხვა მოდიფიკაციებს აწარმოებს: სუ-25კ, სუ–25უბ, სუ–25კმ (სკორპიონი). პირველმა სუ–25–მა (დასავლეთში ცნობილი, როგორც „ფროგფუტი“) თავისი სადებიუტო გაფრენა 1978 წელს, „თამ“–ის აეროდრომზე განახორციელა. მას შემდეგ საწარმომმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში 800 ერთეულზე მეტი თვითმფრინავის ექსპორტი განახორციელა. კომპანია არის სუ–25 ტიპის თვითმფრინავის ტექნიკური დოკუმენტაციის და ნახაზების ექსკლუზიური მფლობელი და შესაბამისად, იგი ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც მომხმარებლებს ახალ სუ–25–ებსსთავაზობს. კომპანია ახორციელებს შემდეგი სახის მომსახურებებს: „თამ“–ი დაინტერესებულ მხარეებს, თავის პარტნიორებთან ერთად, მოდერნიზებულ სუ–25კმ–ს სთავაზობს, მოდერნიზებული რადიოელექტრონული, შეირაღების და სანავიგაციო სისტემებით, რომლებიც შეესაბამებიან NATO–ს სტანდარტებს. დამკეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიძლება შეთავაზებულ იქნას მოდერნიზაციის სხვადასხვა პაკეტები.