სს „თამ“ (თბილავიამშენი), ა. ს. იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროსთან ერთად, იაკ-52 თვითმფრინავის კაპიტალურ რემონტს და მოდერნიზაციასახორციელებს. იაკ-52მ წარმოადგენს იაკ-52-ის მოდერნიზებულ ვერსიას.
იაკ-52მ თვითმფრინავი გამოიყენება მომავალი პროფესიონალი და სპორტსმენი მფრინავების მოსამზადებლად. იაკ-52მ წარმოადგენს ორადგილიან მონოპლანს კლასიკური აეროდინამიკური კონსტრუქციით.მის ქვემო ნაწილში განლაგებულია თავისუფლად მზიდი ფრთები სამსაყრდენიანი შასით. თვითმფრინავი აღჭურვილია М-14Х(П) ტიპის ერთი ძრავით.
„თამ“-ის მიერ განხორციელებული კაპიტალური და მოდერნიზაციის სამუშაოები მოიცავს შემდეგს:
- თვითმფრინავების კაპიტალური რემონტი;
- ძრავების კაპიტალური რემონტი;
- თვითმფრინავების მოდიფიკაცია ა. ს. იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროს ბიულეტენების მიხედვით;
- თვითმფრინავების მოდერნიზაცია იაკ-52მ ვერსიით, რომელიც დაპროექტებულია ა. ს. იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ;
- ფორმულარების აღდგენა;
- ახალი საექსპლუატაციო დოკუმენტაციის შემუშავება თვითმფრინავის მოდერნიზაციის ჩათვლით;
- თვითმფრინავის კომპლექტაცია ახალი სახმელეთო უზრუნველყოფის საშუალებებით და საკონტროლო-საზომი აპარატურებით და მოწყობილობებით;
- ზემოაღნიშნული სამუშაოების მიხედვით,იაკ-52მ თვითმფრინავისთვის ახალი რემოტთაშორისი რესურსის და საექსპლუატაციო ვადის მინიჭება.