"მი–8/მი–17" ტიპის ყველა სერიის და მოდიფიკაციის ვერტმფრენების 

კაპიტალური რემონტი

სააქციო საზოგადოება "თამ–თბილავიამშენი" გთავაზობთ "მი–8/მი–17" ტიპის ვერტმფრენების კაპიტალურ რემონტს. რემონტის დროს წარმოებს შემდეგი სამუშაოები:

  • ვერტმფრენისა და მისი სისტემების სრული დაშლა;
  • ტრანსმისიის ძალური აგრეგატების, ვერტმფრენის მატარებელი სისტემის და დამხმარე ძალური დანადგარის "აი–9ვ" რემონტი;
  • საავიაციო და რადიოელექტრონული მოწყობილობების შემოწმება და რემონტი;
  • ვერტმფრენის კომპონენტების რემონტი;
  • ფუზელაჟის რემონტი;
  • ვერტმფრენის შეღებვა სპეციალურ საამქროში უახლესი მასალების გამოყენებით;
  • ყველა აგრეგატისა და ხელსაწყოს რემონტის შემდგომი გამოცდა;
  • მთავარი რედუქტორების, ძრავების, დამხმარე ძალური დანადგარის "აი–9ვ" ტექნიკური მომსახურება.

სარემონტო–აღდგენითი სამუშაოების დამთავრების შემდეგ ვერტმფრენებს ენიშნებათ სრული რემონტთაშორისი რესურსი და სამსახურის ვადა.

ვერტმფრენების კაპიტალური რემონტის წარმატებით განხორციელებისათვის სს "თამ–თბილავიამშენს" გააჩნია ყველა აუცილებელი საშუალება და მასალები, მათ შორის:

  • მიწისზედა ნაგებობები, ანგარები, სადგომები საჰაერო ხომალდებისათვის;
  • ტექნიკური მოწყობილობები, მიწისზედა მომსახურების საშუალებები, ინსტრუმენტები;
  • საკონტროლო–შესამოწმებელი აპარატურა;
  • მომზადებული და სერტიფიცირებული საინჟინრო–ტექნიკური პერსონალი;
  • სახარჯი და საწვავ–საცხები მასალების და სათადარიგო ნაწილების მარაგი.