![]() |
| |
|
ცენტრის შესახებ
|
საქართველოს წარმოების და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და
აუცილებელ პირობას განათლების სისტემის რეფორმირება წარმოადგენს. ქვეყანაში
მიმდინარე ცვლილებები, წარმოების და ახალი საინვესტიციო კაპიტალის განვითარება
შეუძლებელია შესამაბისი მაღალკვალიფიციური კადრების გარეშე. უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად აუცილებელია ტექნიკურ/სპეციალური
სასწავლებლების არსებობა, რომელთა როლი ძალზედ დიდია ქვეყნის მშენებლობის საქმეში.
სს “თამ – თბილავიამშენი”-ს სასწავლო ცენტრში, დაგროვილი გამოცდილება და
პროფესიონალების გუნდი მზად არის თანამშრომლობისთვის საქართველოს და ასევე უცხოურ
კომპანიებთან მათი თანამშრომლების სწავლების განსახორცილებელად. სს “თამ – თბილავიამშენი”-ს ტექნიკური სწავლების ცენტრი არის საქართველოში მოქმედი
ერთ-ერთი მსხვილი ტექნიკურ-სპეციალური სასწავლო დაწესებულება. სასწავლო ცენტრი დაკომპლექტებულია კომპანიის გამოცდილი ინჟინერ-ტექნიკური პესონალით
და უმაღლესი კლასის მუშებით, რომლებიც ყოველთვის მზად არიან მსმენელის და მოქმედი
საქართველოს და საერთაშორისო მოთხოვენბის შესაბამისად წარმართოდ სწავლება
შესაბამისი პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში,
მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევა სპეციალური
კურსების ჩასატარებლად. ტექნიკური სწავლების ცენტრში სრულყოფილი ცოდნის მისაღებად შექმნილია ყველა პირობა:
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც შეესაბამება სანიტარულ-ტექნიკურ ნორმებს; ბაზა საწარმოო პრაქტიკისათვის; სასწავლო გეგმები; ტექნიკური ბიბლიოთეკა; ცენტრის ბაზაზე არსებობს კომპიტერული სასწავლო კლასები, სადაც მსმენელები ეუფლებიან
კომპლექსურ საინჟინრო პროგრამებს; სს “თამ – თბილავიამშენი”-ს მრავალწლიანი გამოცდილება თვითმფრინავ–მშენებლობის
დარგში, სასწავლო ცენტრის არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გამოცდილი და
მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი განაპირობებს სწავლის ხარისხის
უმაღლეს დონეს. |
©TAM-Tbilisi Aircraft Manufacturing 2008-2009