| სასწავლო–საბრძოლო მოერიშე თვითმფრინავი სუ–25უბ ზოგადი ცნობები შემმუშავებელი: პ. ო. სუხოის სახელობის საკონსტრუქტორო ბიურო (რუსეთი), "თამ–თბილავიამშენი" (საქართველო). ქარხნის მიერ სერიულად იწარმოება 1995 წლიდან. სულ აგებულია 10–ზე მეტი თვითმფრინავი. სუ–25უბ მიეწოდებოდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის სამხედრო–საჰაერო ძალებს. დანიშნულება სასწავლო–საბრძოლო, ორადგილიანი თვითმფრინავი გამოიყენება მფრინავი შემადგენლობისათვის პილოტირების ტექნიკის, დღითა და ღამით მარტივ და რთულ მეტეოპირობებში თვითმფრინავით მოძრაობის და ამავე პირობებში ხილული მიზნების მიმართ მისი გამოყენების სწავლებისათვის. თვითმფრინავისათვის ტიპიურ მოწინააღმდეგე ობიექტებად ითვლებიან:
ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლები
მოკლე ცნობები თვითმფრინავის შესახებ თვითმფრინავი წარმოადგენს ბგერამდელ მცირესიმაღლიან ორადგილიან მონოპლანს მომატებული საბრძოლო სიცოცხლისუნარიანობით და მანევრირების მაღალი მახასიათებლებით ფრენის მცირე სიჩქარეებზე. თვითმფრინავი საშუალებას იძლევა მოხდეს მისი ექსპლუატაცია ბეტონირებული ასაფრენ–დასაფრენი ზოლიდან და თოვლისაგან გაწმენდილი გაყინული გრუნტიანი აეროდრომებიდან, ასევე აეროდრომის მაღალმთიანი მდებარეობის (ზღვის დონიდან 3000 მ სიმაღლეზე) პირობებში. პილოტების კაბინები ჯავშნიანია, აღჭურვილია კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით. პილოტების ჟანგბადით კვების მიზნით კაბინები აღჭურვილია ჟანგბადის აპარატებით. კაბინებში დაყენებულია კატაპულტირების საშუალების მქონე სავარძლები. უკანა კაბინაზე დაყენებულია პერისკოპი, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს წინა ნახევარსფეროს ხილვადობა აფრენის, დაჯდომის და ფრენის დროს. ინსტრუქტორის უკანა კაბინა დამატებით აღჭურვილია წინა კაბინის საპილოტაჟო–ნავიგაციური ხელსაწყოების და სისტემების მწყობრიდან გამოსვლის იმიტატორით, ასევე პრიორიტეტული მოქმედების მქონე მართვის ორგანოებით. თვითმფრინავის რადიოტექნიკური მოწყობილობა უზრუნველყოფს თვითმფრინავის კავშირს მიწისზედა ობიექტებთან და თვითმფრინავებთან თვითმფრინავის მოქმედების სიმაღლისა და რადიუსის ყველა დიაპაზონში, ასევე საპასუხო გამოსაცნობი სიგნალების გაგზავნას.თვითმფრინავზე დამონტაჟებული ახლო და შორეული ნავიგაციის რადიოტექნიკური სისტემები უზრუნველყოფს ფრენას და დაშვებას დღე–ღამის ნებისმიერ დროს, მარტივ და რთულ მეტეოპირობებში. თვითმფრინავის სამიზნე მოწყობილობა უზრუნველყოფს მიზნის განადგურებას მათი ვიზუალური ხილვადობის პირობებში. იარაღის მართვის სისტემა უზრუნველყოფს მომზადებას, იარაღის ტიპის შერჩევას, მისი გამოყენების რეჟიმებს, ამფეთქებლებისა და საავიაციო იარაღის სხვა ელემენტების მართვას თვითმფრინავის დატვირთვის სხვადასხვა ვარიანტების შემთხვევაში. ქვემეხებიდან სროლის და რაკეტების გაშვების შედეგების კონტროლის მიზნით თვითმფრინავზე დაყენებულია კინოგადამღები აპარატი და ფოტოკონტროლის ხელსაწყო. თვითმფრინავის თავდაცვის სისტემა შეიცავს მომუშავე რადიო სალოკაციო სადგურების აღმომჩენ აპარატურას და პასიური ინფრაწითელი ხარვეზების დამდგენ ავტომატს და დიპოლურ ამრეკლავებს. თვითმფრინავის ძირითად განსაკუთრებულობას წარმოადგენს:
|