| მოერიშე თვითმფრინავი სუ–25კ
ზოგადი ცნობები
შემმუშავებელი: პ. ო. სუხოის სახელობის
საკონსტრუქტორო ბიურო.
სუ–25კ (კომერციული, ვარიანტები ა და ბ)
ქარხნის მიერ სერიულად იწარმოება 1984 წლიდან. სულ აგებულია 210–ზე მეტი
თვითმფრინავი.
სუ–25კ–ს (ვარიანტი ა) ექსპორტირება
ხდებოდა ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში, ხოლო სუ–25კ (ვარიანტი ბ)
განვითარებად ქვეყნებში. დღეისათვის ის შედის ჩეხეთის, სლოვაკეთის,
ბულგარეთის, უნგრეთის, მაკედონიის, ჩრდილო კორეის, ანგოლის, ერაყის,
სირიის, ირანის, საქართველოს, კონგოს, აზერბაიჯანის, ეთიოპიის, გამბიის და
სხვა ქვეყნების შეიარაღებაში.
დანიშნულება
არმიული მოიერიშე თვითმფრინავის
დანიშნულებაა ქვეითი ჯარების უშუალო მხარდაჭერა, ბრძოლის ველზე მცირე ზომის
უძრავი და მოძრავი მიზნების განადგურება დღითა და ღამით, ვიზუალური ხედვის
პირობებში.
თვითმფრინავისათვის ტიპიურ მოწინააღმდეგე
ობიექტებად ითვლებიან:
- ტაქტიკური რაკეტები და არტილერია
საცეცხლე პოზიციებზე, მარშებზე და თავმოყრის რაიონებში;
- ტანკები და მოტოქვეითი ძალები
საბრძოლო და წინასაბრძოლო ან სალაშქრო მდგომარეობაში, საყრდენ
წერტილებში და თავმოყრის რაიონებში;
- ქვეითი ჯარების მმართველობის
ელემენტები, არმიული ტაქტიკური ავიაცია;
- არმიული ავიაციის ვერტმფრენები
(თვითმფრინავები) მოედნებზე და ჰაერში;
- საცეცხლე სექციები და საზენიტო
საშუალებები.
ტაქტიკურ–ტექნიკური
მახასიათებლები
|
ეკიპაჟი |
1 კაცი |
|
გეომეტრიული მონაცემები |
|
|
თვითმფრინავის
ზომები: |
|
|
– სიგრძე, მ |
15,53 |
|
– გაქანი, მ |
14,36 |
|
– სიმაღლე, მ |
4,80 |
|
ფრთის ფართობი, მ² |
30,10 |
|
მონაცემები წონის
შესახებ |
|
|
ცარიელი
თვითმფრინავის წონა, კგ |
9500 |
|
ასაფრენი
წონა: |
|
|
– ნორმალური,
კგ |
14520 |
|
– მაქსიმალური, კგ |
17500 |
|
დასაჯდომი წონა: |
|
|
– ნორმალური, კგ |
11000 |
|
–
მაქსიმალური, კგ |
12100 |
|
მაქსიმალური
საბრძოლო დატვირთვა, კგ |
4500 |
|
შიდა ავზებში
გამომუშავებული საწვავის მარაგი, ლ |
3660 |
|
დამატებითი საწვავის
ავზების ტევადობა
ПТБ-800 (4 ცალი), ლ |
820 (თითო) |
|
დამატებითი საწვავის
ავზების ტევადობა
ПТБ-1150
(2 ცალი), ლ |
1160 (თითო) |
|
ძალოვანი
დანადგარი |
|
|
ძრავების ტიპი და
რაოდენობა |
2 ТРД Р-195 (პირველ – Р-95Ш
-ზე) |
|
წევა მაქსიმალურ
რეჟიმში, კგძ |
2 х 4500 (2 х 4100) |
|
საფრენ-ტექნიკური მახასიათებლები |
|
|
პრაქტიკული ჭერი, მ |
7000 |
|
მაქსიმალური
სიჩქარე: |
|
|
– მიწასთან,
კმ/სთ |
950 |
|
– სიმაღლეზე |
М=0.82 |
|
ფრენის პრაქტიკული
სიშორე: |
|
|
– მიწასთან, კმ |
495 |
|
– სიმაღლეზე, კმ |
1000 |
|
– 4хПТБ-800–დან,
კმ |
1980 |
|
გაფრენისათვის გარბენის სიგრძე: |
|
|
– ნორმალური ასაფრენი მასით, მ |
500 |
|
– მაქსიმალური ასაფრენი მასით, მ |
1050 |
|
დაფრენისათვის გარბენის სიგრძე: |
|
|
– ნორმალური დასაჯდომი მასით, მ |
550 |
|
– მაქსიმალური დასაჯდომი მასით,
მ |
750 |
|
მაქსიმალური
საექსპლუატაციო გადატვირთვა |
+6,5/-2,0 |
|
შეიარაღება |
|
|
საქვემეხო
შეიარაღება: |
|
|
– ჩაშენებული საქვემეხო მოწყობილობა |
ВПУ-17А, ორლულიანი 30-მმ ქვემეხით ГШ-30,
მარაგი 250
ტყვია |
|
– მოსახსნელი
მოძრავი საქვემეხო მოწყობილობა (4 ცალი) |
СППУ-22-01,
ორლულიანი 30-მმ ქვემეხით ГШ-30, მარაგი 260
ტყვია თითოეულზე |
|
სარაკეტო
შეიარაღება: |
|
|
–
"ჰაერი–ჰაერის" ტიპის მართვადი რაკეტები |
Р-60К (Р-60МК) |
|
–
"ჰაერი–მიწა" ტიპის მართვადი რაკეტები |
Х-25МЛ, С-25Л, Х-29Л |
|
– უმართავი
ჭურვები |
С-5, С-8, С-13, С-24, С-25 |
|
ბომბარდირული
შეიარაღება: |
|
|
– საავიაციო
ბომბები |
100, 250, 500 |
|
– ამთები
ავზები |
ЗБ-500 |
|
– მცირე
ტვირთების კონტეინერი |
КМГУ-2 |
|
– ერთჯერადი
საბომბე კასეტები |
РБК-250, РБК-500 |
|
შეკიდების
წერტილების რაოდენობა |
10 |
მოკლე ცნობები
თვითმფრინავის შესახებ
თვითმფრინავი წარმოადგენს ბგერამდელ
მცირესიმაღლიან ერთადგილიან მონოპლანს მომატებული საბრძოლო
სიცოცხლისუნარიანობით და მანევრირების მაღალი მახასიათებლებით ფრენის მცირე
სიჩქარეებზე.
თვითმფრინავი საშუალებას იძლევა მოხდეს
მისი ექსპლუატაცია ბეტონირებული ასაფრენ–დასაფრენი ზოლიდან და გრუნტიანი
აეროდრომებიდან, ასევე აეროდრომის მაღალმთიანი მდებარეობის (ზღვის დონიდან
3000 მ სიმაღლეზე) პირობებში.
პილოტის კაბინა ჯავშნიანია, აღჭურვილია
კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით. პილოტის ჟანგბადით კვების მიზნით
კაბინა აღჭურვილია ჟანგბადის აპარატით. კაბინაში დაყენებულია
კატაპულტირების საშუალების მქონე სავარძელი.
თვითმფრინავის რადიოტექნიკური
მოწყობილობა უზრუნველყოფს თვითმფრინავის კავშირს მიწისზედა ობიექტებთან და
თვითმფრინავებთან თვითმფრინავის მოქმედების სიმაღლისა და რადიუსის ყველა
დიაპაზონში, ასევე საპასუხო გამოსაცნობი სიგნალების
გაგზავნას.თვითმფრინავზე დამონტაჟებული ახლო და შორეული ნავიგაციის
რადიოტექნიკური სისტემები უზრუნველყოფს ფრენას და დაშვებას დღე–ღამის
ნებისმიერ დროს, მარტივ და რთულ მეტეოპირობებში.
თვითმფრინავის სამიზნე მოწყობილობა
უზრუნველყოფს მიზნის განადგურებას მათი ვიზუალური ხილვადობის პირობებში.
იარაღის მართვის სისტემა უზრუნველყოფს
მომზადებას, იარაღის ტიპის შერჩევას, მისი გამოყენების რეჟიმებს,
ამფეთქებლებისა და საავიაციო იარაღის სხვა ელემენტების მართვას
თვითმფრინავის დატვირთვის სხვადასხვა ვარიანტების შემთხვევაში.
ქვემეხებიდან სროლის და რაკეტების
გაშვების შედეგების კონტროლის მიზნით თვითმფრინავზე დაყენებულია
კინოგადამღები აპარატი და ფოტოკონტროლის ხელსაწყო.
თვითმფრინავის თავდაცვის სისტემა შეიცავს
მომუშავე რადიო სალოკაციო სადგურების აღმომჩენ აპარატურას და პასიური
ინფრაწითელი ხარვეზების დამდგენ ავტომატს და დიპოლურ ამრეკლავებს.
თვითმფრინავის ძირითად
განსაკუთრებულობას წარმოადგენს:
- საფრონტო ავიაციის სხვა
თვითმფრინავებთან შედარებით უფრო მაღალი სიცოცხლისუნარიანობა, მიღწეული
სპეციალური საშუალებების კომპლექსის ხარჯზე;
- მძლავრი სარაკეტო, ბომბარდირული და
საარტილერიო შეიარაღება;
- განმეორებითი გაფრენის
მომზადებისათვის საჭირო მცირე დრო, შეიარაღების ვარიანტის შეცვლის
შემთხვევაშიც კი;
- პილოტირების ტექნიკის შედარებითი
სიმარტივე;
- თვითმფრინავის მაღალი
საექსპლუატაციო ტექნოლოგიურობა;
- ავტონომიური საბრძოლო ქმედებების
წარმოება მოუწყობელი აეროდრომებიდან;
- მოწყობილობების, აგრეგატების და
სისტემების მუშაობის მაღალი საიმედოობა;
- კარგი ხედვა პილოტის კაბინიდან.
|