მოერიშე თვითმფრინავი სუ–25კმ (სკორპიონი)

ზოგადი ცნობები

შემმუშავებელი:
Elbit
Systems Ltd (ისრაელი),
"თამ–თბილავიამშენი" (საქართველო).
სუ–25კმ (კომერციული ვარიანტი,
მოდერნიზებული) ქარხნის მიერ იწარმოება 2001 წლიდან. პირველი თვითმფრინავი
აფრინდა 2001 წლის 14 აპრილს. სულ მოდერნიზებულია 6 თვითმფრინავი.
სუ–25კმ შედის საქართველოსა და
თურქმენეთის სამხედრო–საჰაერო ძალების შეიარაღებაში.
მოდერნიზაციის მიზნები
თვითმფრინავ სუ–25კ–ს მოდერნიზაცია
ტარდება მისი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების და საბრძოლო გამოყენების
სფეროს გაფართოების, ასევე საექსპლუატაციო ხარჯების შემცირების მიზნით.
-
NATO–ს
სისტემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ICAO–ს
სისტემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- თვითმფრინავის გამოყენების უზრუნველყოფა ღამით და ცუდ
მეტეოპირობებში;
- განადგურების საავიაციო სისტემების (ავიაბომბები, ქვემეხები,
არამართვადი რეაქტიული ჭურვები) გამოყენების სიზუსტის ამაღლება
დაახლოებით 2,5 – 3–ჯერ;
- საჰაერო ბრძოლაში გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება დაახლოებით
2,5 – 3–ჯერ;
- ფრენის უსაფრთხოების ამაღლება ალგორითმებისა და სიტყვიერი
გაფრთხილებების ხარჯზე;
- მიზნის თავზე მდებარეობის დროის ამაღლება 20%–ით ფრენის მარშრუტის
ოპტიმიზაციის ხარჯზე;
- სავარჯიშო–სასწავლო თვისებების უზრუნველყოფა დასავლური კონცეფციის
გამოყენების ხარჯზე (ფოტო და კინოკონტროლის აპარატურის ნაცვლად
ვიდეოჩანაწერების გამოყენება);
- საავიაციო საშუალებების გაფართოებული ნომენკლატურის გამოყენების
უზრუნველყოფა;
- სისტემების საიმედოობის ამაღლება;
- პილოტზე დატვირთვის შემცირება კაბინაში გადამრთველების და
ხელსაწყოების რაოდენობის შემცირების ხარჯზე, ფერადი დისპლეების
და ციფრული ბარათების მეშვეობით;
- ექსპლუატაციის დანახარჯების შემცირება დასავლური ტექნოლოგიების
გამოყენებით;
- თვითმფრინავის ფრენისათვის მომზადების დროის შემცირება.
ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლები
|
ეკიპაჟი |
1 კაცი |
|
გეომეტრიული
მახასიათებლები |
|
|
თვითმფრინავის ზომები: |
|
|
– სიგრძე, მ |
15,53 |
|
– გაქანი, მ |
14,36 |
|
– სიმაღლე, მ |
4,80 |
|
ფრთის
ფართობი, მ² |
30,10 |
|
წონის
მახასიათებლები |
|
|
ცარიელი
თვითმფრინავის წონა, კგ |
9100 |
|
ასაფრენი
წონა: |
|
|
– ნორმალური, კგ |
14520 |
|
– მაქსიმალური, კგ |
17500 |
|
დასაჯდომი წონა: |
|
|
– ნორმალური, კგ |
11000 |
|
– მაქსიმალური, კგ |
12100 |
|
მაქსიმალური
საბრძოლო დატვირთვა, კგ |
4500 |
|
შიდა ავზებში
გამომუშავებული საწვავის მარაგი, ლ |
3660 |
|
დამატებითი საწვავის
ავზების ტევადობა
ПТБ-800
(4 ცალი), ლ |
820 (თითო) |
|
დამატებითი საწვავის
ავზების ტევადობა
ПТБ-1150
(2 ცალი), ლ |
1160 (თითო) |
|
ძალოვანი დანადგარი |
|
|
ძრავების ტიპი და
რაოდენობა |
2
ТРД Р-195 |
|
წევა
საგანგებო
რეჟიმში, კგძ |
2
х 4500 |
|
საფრენ-ტექნიკური მახასიათებლები |
|
|
პრაქტიკული ჭერი, მ |
7000 |
|
მაქსიმალური
სიჩქარე: |
|
|
– მიწასთან,
კმ/სთ |
950 |
|
– სიმაღლეზე |
М=0.82 |
|
ფრენის პრაქტიკული
სიშორე: |
|
|
– მიწასთან, კმ |
495 |
|
– სიმაღლეზე, კმ |
1000 |
|
– 4хПТБ-800–დან,
კმ |
1980 |
|
გაფრენისათვის გარბენის სიგრძე: |
|
|
– ნორმალური ასაფრენი მასით, მ |
500 |
|
– მაქსიმალური ასაფრენი მასით, მ |
1050 |
|
დაფრენისათვის გარბენის სიგრძე: |
|
|
– ნორმალური დასაჯდომი მასით, მ |
550 |
|
– მაქსიმალური დასაჯდომი მასით,
მ |
750 |
|
მაქსიმალური
საექსპლუატაციო გადატვირთვა |
+6,5/-2,0 |
|
შეიარაღება |
|
|
საქვემეხო
შეიარაღება: |
|
|
– ჩაშენებული
საქვემეხო მოწყობილობა |
ВПУ-17А,
ორლულიანი 30-მმ ქვემეხით ГШ-30, მარაგი 250
ტყვია |
|
– მოსახსნელი მოძრავი საქვემეხო
მოწყობილობა (4 ცალი) |
СППУ-22-01,
ორლულიანი 30-მმ ქვემეხით ГШ-30, მარაგი 260 ტყვია
თითოეულზე |
|
სარაკეტო
შეიარაღება: |
|
|
–
"ჰაერი–ჰაერის" ტიპის მართვადი რაკეტები |
Р-60 (Р-60М), Р-73 |
|
– "ჰაერი–მიწა" ტიპის მართვადი
რაკეტები |
Х-25МЛ, С-25Л, Х-29Л |
|
– უმართავი ჭურვები |
С-5, С-8, С-13, С-24, С-25 |
|
ბომბარდირული
შეიარაღება: |
|
|
– საავიაციო
ბომბები |
100, 250, 500 |
|
– ამთები ავზები |
ЗБ-500 |
|
– მცირე ტვირთების კონტეინერი |
КМГУ-2 |
|
– ერთჯერადი საბომბე კასეტები |
РБК-250, РБК-500 |
|
შეკიდების
წერტილების რაოდენობა |
10 |
მოკლე ცნობები
ავიონიკის შესახებ
თვითმფრინავი სუ–25კმ აღჭურვილია
თანამედროვე საავიციო რადიოელექტრონიკით, რომელიც შეიცავს ტექნოლოგიას
«glass
cockpit»
, მოდერნიზებულ ნავიგაციურ სისტემას და შეიარაღების მართვის სისტემას.
ავიონიკის კომპლექსი დაფუძნებულია
Elbit
Systems
Ltd ფირმის
მოდულურ მრავალფუნქციურ კომპიუტერზე
MMRC (Modular
Multi-Role Computer) , რომელიც
შეერთებულია
1553B ტიპის მონაცემთა გაცვლის ორი
სალტით.
კაბინამ განიცადა ღრმა მოდერნიზაცია.
ანალოგური ხელსაწყოების უმრავლესობა შეიცვალა 6'
x
8' ზომის ორი მრავალფუნქციური ფერადი დისპლეით
MFCD (multifunction color displays).
დაყენდა სისტემა
HOTAS
(Hands-On-Throttle-And-Stick) ,
რომელიც პილოტს საშუალებას აძლევს შეასრულოს მრავალი ოპერაცია ძრავების და
თვითმფრინავის მართვის სახელურებიდან ხელების აუღებლად. წინა მინაზე
ინდიკაციის სისტემა შეიცვალა მართვის პანელის
HUD
(Head
Up Display)
მქონე ახალი სისტემით.
კომპლექსში შედის ახალი სანავიგაციო
სისტემა, რომელიც მუშაობს როგორც
GPS რეჟიმში, ასევე ინერციალურ
რეჟიმშიც. თვითმფრინავის ტარების რადიოაპარატურა ასევე შეიცავს დაჯდომის
სისტემასაც
VOR/ILS. სანავიგაციო ინფორმაცია
აისახება ფერად დისპლეიზე მოძრავი რუკის რეჟიმში. დაყენებულია ორი ახალი
რადიოსადგური:
UHF და VHF, რომლებიც უზრუნველყოფენ
მოსმენისაგან დაცულ კავშირს.
თვითმფრინავზე ასევე დამონტაჟებულია
NATO–ს სტანდარტების შესაბამისი
სახელმწიფოებრივი ამოსაცნობი სისტემა (IFF).
მოიერიშე თვითმფრინავის სუ–25კ
მოდერნიზაცია წარმოებს კაპიტალურ რემონტთან ერთად, რის შედეგადაც იზრდება
თვითმფრინავის რესურსი და სამსახურის ვადა.

კაბინა მოდერნიზაციამდე
მოდერნიზაციის შემდეგ
|