საფრენოსნო მეცნიერება

სს "თბილავიამშენის" საცდელ საკონსტრუქტორო ბიუროში მოქმედებს საერთო ხედების, აეროდინამიკის და ურთიერთშეთანწყობის ჯგუფი, რომლის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:

  • საერთო ხედების და ურთიერთ შეთანწყობის საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის გამოშვება, დასაპროექტებელი ობიექტის სახის შექმნა;
  • მათემატიკური მოდელების და ზედაპირების თეორიის შექმნა;
  • სიმძიმის ცენტრის განსაზღვრა და მასების ანალიზი;
  • აეროდინამიკური გათვლები და ფრენის დინამიკის გაანგარიშება.

აღნიშნული ამოცანების გადასაწყვეტად ჯგუფის თანამშრომლები იყენებენ შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს:

  • CATIA V5 ავტომატური პროექტირების სისტემა;
  • Advanced Aircraft Analysis თვითმფრინავის ტექნიკური, აეროდინამიკული და დინამიკური მახასიათებლების წინასწარ განსაზღვრა;
  • NASTRAN, PATRAN სასრული ელემენტების მეთოდით კონსტრუქციების ანგარიში სტატიკურ და დინამიკურ დატვირთვებზე;
  • Aircraft PDQთვითმფრინავის წონებისა და სიმძიმის ცენტრის განსაზღვრა პირველ მიახლოებაში და წინასწარი საფრენოსნო მახასიათებლების განსაზღვრა;
  • Mathcad მათემატიკური გაანგარიშებები.