| თვითმფრინავის პროექტირება და
ანალიზი
სს "თბილავიამშენის" საცდელ
საკონსტრუქტორო ბიუროში მოქმედებს საერთო ხედების, აეროდინამიკის და
ურთიერთშეთანწყობის, ასევე სიმტკიცის ჯგუფი, ამ ჯგუფების ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:
- ძალური სქემების
შემუშავება;
- თვითმფრინავზე
მოსული დატვირთვების განსაზღვრა;
- სიმტკიცეზე
გაანგარიშება, სტატიკური გამოცდების პროგრამების მომზადება;
- მათემატიკური
მოდელების და ზედაპირების თეორიის შექმნა;
- სიმძიმის ცენტრის
განსაზღვრა და მასების ანალიზი.
აღნიშნული ამოცანების
გადასაწყვეტად ჯგუფის თანამშრომლები იყენებენ შემდეგ კომპიუტერულ
პროგრამებს:
- CATIA V5 ავტომატური
პროექტირების სისტემა;
- Advanced Aircraft Analysis თვითმფრინავის
ტექნიკური, აეროდინამიკული და დინამიკური მახასიათებლების წინასწარ
განსაზღვრა;
- NASTRAN, PATRAN სასრული
ელემენტების მეთოდით კონსტრუქციების ანგარიში სტატიკურ და დინამიკურ
დატვირთვებზე;
- Aircraft PDQთვითმფრინავის
წონებისა და სიმძიმის ცენტრის განსაზღვრა პირველ მიახლოებაში და
წინასწარი საფრენოსნო მახასიათებლების განსაზღვრა;
- Mathcad მათემატიკური
გაანგარიშებები.
|

 |