<
 

საწარმოო  ტექნოლოგიები  ||   საინჟინრო რესურსები

 

     საავიაციო ბიზნესში 60 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში "თბილავიამშენის" მიერ დაგროვილი გამოცდილება შესაძლებლობას აძლევს მას, იყოს ლიდერი ამ სფეროში. კომპანიას უკვე დამკვიდრებული  აქვს მაღალხარისხიანი და საიმედო პროდუქციის მწარმოებელი საწარმოს იმიჯი, რაც განპირობებულია იმით, რომ "თბილავიამშენის" პროდუქცია ყოველთვის იყო მაღალი ხარისხის და საიმედოობის გარანტია. საწარმოს უნიკალური ინფრასტრუქტურა და მრავალფეროვანი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა შესაძლებლობას იძლევა მცირე მოდერნიზაციის შემთხვევაში დამზადდეს სხვადასხვა დანიშნულებისა და ტექნიკური სირთულის სამხედრო და სამოქალაქო პროდუქცია. "თბილავიამშენის" მიერ მიღწეული წარმატებების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანეს გარანტიას აქ მომუშავე მუშახელისა და ინჟინერ–ტექნიკური პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია წარმოადგენს.

 

©TAM-Tbilisi Aircraft Manufacturing  2008-2009