იანვარი, 2008

სს "თამ"–თბილავიამშენი"–ს საკალათბურთო გუნდმა "თბილავიამშენმა" მოიპოვა გამარჯვება საქართველოს ეროვნული თასისათვის გამართულ ტურნირში.

21–22 იანვარი, 2008

სს თამ–თბილავიამშენის მოწვევით საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსმა ბ–ნ თემურ ხომერიკმა ჩაატარა ტრეინინგი თემაზე: "ინდუსტრიული განვითარების თანამედროვე სტრატეგიები".

დეკემბერი, 2007

"თამ–თბილავიამშენის" ხარისხის სისტემა აუდიტირებულ იქნა IAI–ის სამხედრო ჯგუფის (Lahav Division) მიერ, რის შედეგადაც  თბილავიამშენს მიენიჭა IAI–ის მიმწოდებლის სერტიფიკატი.

 

28 ნოემბერი, 2007

სს "თამ"–თბილავიამშენი და შპს "ისრაელის აეროკოსმოსური მრეწველობა" (IAI) აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა ამ ორმა კომპანიამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მთელს მსოფლიოში არსებულ სამხედრო და სამოქალაქო ავიაციაში არსებულ პროექტთა ფართო სპექტრში.

22–23 ნოემბერი, 2007

პერუს თავდაცვითი შოუ

თამ–ის და IAI–ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ქალაქ ლიმაში გამართულ პერუს თავდაცვით შოუზე.  მათ წარადგინეს ერთობლივი პროექტი, რომელიც შეეხებოდა პერუს სამხედრო ძალების, კერძოდ, სუ–25 საჰაერო ფლოტის, მოდერნიზაციასა და სრულყოფას.

8–15 ნოემბერი, 2007

დუბაის საჰაერო შოუ

სს თამ–თბილავიამშენმა მონაწილეობა მიიღო დუბაიში გამართულ მსოფლიოში სიდიდით მესამე საჰაერო შოუში. შოუზე თბილავიამშენმა წარმოადგინა თავისი მსუბუქი რეაქტიული თვითმფრინავი , 4–ადგილიანი "TAM-JET", რომლის პროექტირება და წარმოება ექსკლუზიურად განახორციელა თამ–მა და "ELITE" (ყოფილი "TM Air") 7–ადგილიანი მსუბუქი რეაქტიული თვითმფრინავი, რომელიც კონსტრუირებულია "EPIC Aircraft"–თან თანამშრომლობის შედეგად.

გარდა ამისა, პოტენციური ინვესტორებისათვის თამ–მა წარმოადგინა ახალი პროექტი "Logistic City Tbilisi", რომელიც ითვალისწინებს კავკასიის რეგიონისათვის საერთაშორისო მულტიმოდალური ლოჯისტიკური პარკის და სადისტრიბუციო ცენტრის შექმნას.