|
არამრღვევი კონტროლი წარმოების სხვადასხვა სტადიაში ფართოდ გამოიყენება არამრღვევი კონტროლის მეთოდები და საშუალებები, რაც უზრუნველყოფს გამოშვებული ნაკეთობის მაღალ ხარისხს.
გამოიყენება შედუღების, რჩილვის და ჩამოსხმის, ასევე თხელკედლიანი ლითონის ობიექტების მთლიანობის რენტგენოდეფექტოსკოპური კონტროლისათვის
პორტატული რენტგენული დანადგარი "БАЛТО" გამოიყენება შედუღების, რჩილვის და ჩამოსხმის, ასევე აწყობილი ობიექტების მთლიანობის რენტგენოდეფექტოსკოპური კონტროლისათვის ლაბორატორიის, საამქროს და საველე პირობებში.
გამოიყენება შედუღების, რჩილვის, ჩამოსხმის და სხვა ტექნოლოგიური პროცესების, ასევე დეტალების და აგრეგატების რადიაციულ–დეფექტოსკოპური კონტროლისათვის მათი ტექნიკური მდგომარეობის განსასაზღვრად გამოსხივების სხვადასხვა წყაროების გამოყენებით. ციფრული დენსიტომეტრი
"ДП-30" გამოიყენება რადიოგრაფიული სურათების ოპტიკური სიმკვრივის განსასაზღვრად ლაბორატორიულ პირობებში მათი გაშიფრვის დროს.
გამოიყენება სხვადასხვა ფორმის და ზომის ფერომაგნიტური დეტალების კონტროლისათვის ზედაპირული და ზედაპირქვეშა მიკრობზარების, ბეწვების და სხვა დეფექტების აღმოჩენის მიზნით. დეფექტოსკოპი საშუალებას იძლევა განხორციელდეს დეტალების მაგნიტური კონტროლის მთელი ციკლი, კონტროლის შემდგომ მათი განმაგნიტების ჩათვლით. გადასატანი მაგნიტური დეფექტოსკოპი
"ПМД-70" გამოიყენება ფერომაგნიტური დეტალების არამრღვევი მაგნიტურფხვნილიანი კონტროლისათვის ზედაპირული მიკრობზარების, ბეწვების და სხვა უხილავი დეფექტების აღმოჩენის მიზნით ლაბორატორიის, საამქროს და საველე პირობებში.
მოქნილი მაგნიტური გამტარის მქონე მოწყობილობა გამოიყენება შედუღებული ნაკერების მაგნიტურფხვნილიანი კონტროლისათვის ბზარების, შეუდუღებელი წერტილების, ჩათრევების და სხვ. აღმოჩენის მიზნით საამქროს და საველე პირობებში. კაპილარული კონტროლი კაპილარული (ლუმინესცენტური, ფერადი, ლუმინესცენტურ–ფერადი, სიმკვეთრით) კონტროლი გამოიყენება დაახლოებით 1 მკმ და მეტი ზომის ზედაპირული მიკრობზარების გამოსავლენად.
გამოიყენება მასალების, ნაკეთობების, შედუღებული შეერთებების არამრღვევი კონტროლისათვის მთლიანობის დარღვევის აღმოჩენის, დეფექტის კოორდინატის დადგენის და კონტროლის შედეგების კომპიუტერის მონაცემთა ბანკში გაგზავნისათვის საბოლოო დოკუმენტის მიღების მიზნით. ულტრაბგერითი სისქემზომი
"УТ-31" გამოიყენება ნაკეთობის სისქის გასაზომად ცალმხრივი მისაწვდომობის შემთხვევაში და შედეგების კომპიუტერულ მონაცემთა ბანკში გადასაცემად.
გამოიყენება ზედაპირული და ზედაპირქვეშა მიკრობზარების აღმოსაჩენად მასალებში, რომელთა ელექტროგამტარობა მოთავსებულია 0,5 ... 50 მსმ/მ დიაპაზონში, ლაბორატორიის, საამქროს და საველე პირობებში. აკუსტიკური იმპედანსური დეფექტოსკოპი
"ИД-91М" გამოიყენება კომპოზიციური მასალებით დამზადებულ ნაკეთობებში მრავალშრიანი წებოვანი შეერთებების მთლიანობის დარღვევის ან განშრევების აღმოსაჩენად.
გამოიყენება მრავალშრიანი წებოვანი და რჩილული, ასევე ფიჭური შემავსებლის მქონე ლითონური და არალითონური კონსტრუქციების აკუსტიკური კონტროლისათვის, განშრევების ან შეუწებებლობის დეფექტების აღმოსაჩენად და კონტროლის შედეგების კომპიუტერის მონაცემთა ბანკში გადაცემისათვის დოკუმენტის მიღების მიზნით. ფეროზონდური პოლუსის მძებნელი
"МФ-22М" გამოიყენება დეტალის განმაგნიტების შემდეგ ნარჩენი დამაგნიტებულობის სიდიდის გამოსავლენად ფარდობით ერთეულებში. |