მილების დამზადება და დამზადების ტექნოლოგიები

 

მილების დამზადება ხდება თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების შემდეგი სისტემებისათვის:

1.      საწვავი სისტემა

2.      ზეთის სისტემა

3.      ჟანგბადის სისტემა

4.      პნევმო სისტემა

5.      ჰიდრო სისტემა

6.      კონდენცირების სისტემა

მილების დასამზადებლად გამოიყენება АМГ2М; 12Х18Н10Т; М2М; М3М მასალებისაგან დამზადებული მილები.

მილების მოღუნვა ხდება ხელით და სპეციალური მილსაღუნი ჩარხით (მოდელი 5000 JUTEC-ის ფირმა).

ალუმინის მილების ხელით მოღუნვის დროს გამოიყენება სილის ჩაყრა და გაზზე გაცხელება.

უჟანგავი მილები 10 მმ-მდე დიამეტრის იღუნება ბოუდენის გამოყენებით, ხოლო 10 მმ-ის ზევით მილების მოღუნვა ხდება გვარჯილას შენაერთის სითხის გამოყენებით.

მილსაღუნი ჩარხის გამოყენებით იღუნება ყველა მასალისაგან დამზადებული მილები 6 მმ-დან 50 მმ-ის ჩათვლით.

მიმდინარეობს მილების წნევაზე გამოცდა 15 ატმოსფერომდე.