|
Foundry Master |
|
სპექტრომეტრი ლითონის ქიმიური შემადგენლობის ანალიზისათვის (ფურცლები, სხმულები, ნამზადები, ფირფიტები, მილები, წნელები, ელექტროდები, ქანჩები და სხვ.). |
|
მეტალურგიაში გამოყენებული მასალები |
| რუხი თუჯი ГОСТ1412-85 С410 -С435; (DIN1691 GG10-GG35; ASTMA48 20B-50B) – ტექნოლოგიური მასალა, რომელსაც აქვს კარგი თხიერდენადობა, ჩაჯდომის ნიჟარებისადმი ნაკლები მიდრეკილება, შესაძლებელია 2 მმ – 500 მმ სისქის კედლის მქონე რთული კონფიგურაციის სხმულების დამზადება მექანიკური თვისებებით: დროებითი წინაღობა გაჭიმვისას 100 მპა – 350 მპა. |
| სფეროიდულგრაფიტიანი მაღალი სიმტკიცის თუჯები ГОСТ7293-85 В435-В4100– მათგან მზადდება მრავალი სახის საპასუხისმგებლო ნაწილი, ცვლის ჭედვით და ჩამოსხმით მიღებულ ფოლადის შენადნობებს, დროებითი წინაღობა გაჭიმვისას 100 მპა – 350 მპა, ფარდობითი წაგრძელება 22 – 2 %. |
| მხურვალმედეგი თუჯები (ლეგირებული) ГОСТ7769-82 4Ч1Б 4Ч2Б 4Ч3Б 4С5 ... – მათი დამახასიათებელი თვისებებია: მხურვალმედეგობა, ხენჯმედეგობა, ცვეთამედეგობა, კოროზიამედეგობა. |
| ანტიფრიქციული თუჯი ГОСТ 1585-85 А4С – გამოიყენება ცვეთის საკისრების კვანძებში. |
| კადმირება – მდგრადია ზღვის წყლის, ატმოსფეროს ზეგავლენის მიმართ. გამოიყენება მანქანების, ხელსაწყოების მექანიზმების განსაკუთრებულად საყურადღებო ხრახნებისა და ზუსტი ზომის დეტალების დასაფარად. |
| მოსპილენძება – გამოიყენება ელექტრო გამტარობის ასამაღლებლად, მრავალფენოვანი დამცავ–დეკორატიული დაფარვისას, პოლიგრაფიული ბეჭდვისას. |
| ქრომირება – არის დამცავ–დეკორატიული დაფარვა, გამოიყენება დეტალის ზომების აღსადგენად, ქიმიური და მექანიკური მდგრადობის ასამაღლებლად წნევისა და გახურების პირობებში ხახუნზე მომუშავე დეტალების ცვეთამედეგობის ასამაღლებლად. |
| მოკალვა – გამოიყენება ელექტრო ხელსაწყოების (სპილენძის, ფოლადის, სპილენძის შენადნობების), აპარატების, მექანიზმების დასაფარად რჩილვის ქვეშ, ელექტრო კონტაქტების (სპილენძის, სპილენძის შენადნობების) დასაცავად დაჟანგვისაგან |
| მოთუთიება – გამოიყენება პატარა ხრახნიანი დეტალების, ლურსმნების, სამაგრების, "ბრჭყალების" დასაცავად ატმოსფეროს ზეგავლენისაგან. |
| მოსევადება – გამოიყენება შეიარაღებაში ნაკეთობის დასაცავად ატმოსფეროში დაჟანგვისაგან შეზეთილ პირობებში. |
| მონიკელება – დამცავი დეკორატიული დაფარვაა. |