წრთობისა და ზედაპირის გამყარების პროცესები

აიროვანი აზოტირება – აზოტით რკინის შენადნობების ზედაპირის გაჯერება აუმჯობესებს სტრუქტურულ მდგომარებას, სტატისტიკურ და დინამიკურ სიმტკიცეს, ცვეთამედეგობას, ზედაპირულ სისალეს, დაღლილობის ზღვარს. აზოტირებული ფენის სისქე 0,2 – 0,8 მმ–ია.

ცემენტაცია – ნახშირბადით ფოლადის ზედაპირის გაჯერების შედეგად მიიღება ნაკეთობის ზედაპირის მაღალი სიმტკიცე, ცვეთამედეგობა, იზრდება დაღლილობის ზღვარი. ცემენტაციის შემდეგ ფოლადი ინარჩუნებს განსაზღვრულ სიბლანტეს. ცემენტაციის ფენის სისქეა 0,5 – 1,5 მმ.