მექანიკური სისტემების პროექტირება

სს "თბილავიამშენის" საცდელ საკონსტრუქტორო ბიუროში მოქმედებს თვითმფრინავის მართვის სისტემის, შასის და ჰიდროსისტემის ჯგუფი. ამ ჯგუფის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:

  • თვითმფრინავის მართვის სისტემის განხრით:
    • ტექნიკური დავალების ფორმირება თვითმფრინავის მართვის სისტემის ნაწილში;
    • თვითმფრინავის მართვის სისტემის კინემატიკის გათვლა
    • თვითმფრინავის მართვის სისტემის სიმტკიცის გათვლა;
    • მაკომპლექტებელი ნაკეთობების შერჩევა და მომწოდებლების მოძიება;
    • თვითმფრინავის მართვის სისტემის საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შექმნა;
    • თვითმფრინავის მართვის სისტემის გამოცდების პროგრამების შექმნა;
    • გამოცდებისა და წარმოებისას – საინჟინრო უზრუნველყოფა.
  • თვითმფრინავის ჰიდროსისტემის განხრით:
    • ტექნიკური დავალების ფორმირება თვითმფრინავის მართვის ჰიდროსისტემის ნაწილში;
    • თვითმფრინავის ჰიდროსისტემის ჰიდრავლიკური გათვლა
    • თვითმფრინავის მართვის სისტემის სიმტკიცის გათვლა;
    • მაკომპლექტებელი ნაკეთობების შერჩევა და მომწოდებლების მოძიება;
    • თვითმფრინავის ჰიდროსისტემის საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შექმნა;
    • თვითმფრინავის ჰიდროსისტემის გამოცდების პროგრამების შექმნა;
    • თვითმფრინავის ჰიდროსისტემის საგამოცდო სტენდების შექმნა;
    • გამოცდებისა და წარმოებისას – საინჟინრო უზრუნველყოფა.
  • თვითმფრინავის შასის განხრით:
    • ტექნიკური დავალების ფორმირება თვითმფრინავის შასის ნაწილში;
    • შასის ცხვირა და ძირითადი საყრდენების შერჩევა და მომწოდებლის მოძიება;
    • შასის ცხვირა და ძირითადი საყრდენების თვითმფრინავზე მონტაჟისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის შექმნა;
    • თვითმფრინავის შემადგენლობაში შასის გამოცდების პროგრამების შექმნა;
    • თვითმფრინავის გამოცდებისა და წარმოებისას – საინჟინრო უზრუნველყოფა.

დამატებით ჯგუფს ევალება წარმოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯგუფში მომუშავე სპეციალისტების ცოდნისა და კვალიფიკაციის ფარგლებში წარმოებაში ჩაშვებული ნაკეთობების საინჟინრო უზრუნველყოფა.

აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენება შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს:

  • CATIA V5 ავტომატური პროექტირების სისტემა;
  • NASTRAN, PATRAN სასრული ელემენტების მეთოდით კონსტრუქციების ანგარიში სტატიკურ და დინამიკურ დატვირთვებზე;
  • Mathcad მათემატიკური გაანგარიშებები.