საფრენ–საგამოცდო საწარმო

   

საფრენ–საგამოცდო საწარმო მიზნად ისახავს:

– საჰაერო ხომალდების კომპლექსურ მიწისზედა გამოცდას, მათ დამუშავებას და მომზადებას საფრენოსნო გამოცდებისათვის ნორმატიულ–ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.

გამოცდილი საჰაერო ხომალდების საქარხნო, მიღება–ჩაბარების და დადგენილი მოცულობით პერიოდული გამოცდების ჩატარებას ნორმატიულ–ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისობაზე დასკვნის გაცემით.

იმ საჰაერო ხომალდების მომზადებას და გაგზავნას, რომელთაც გაიარეს საფრენოსნო გამოცდები და მიღებულნი არიან დამკვეთის მიერ საექსპლუატაციო ორგანიზაციაში.

საფრენ–საგამოცდო საწარმოს სტრუქტურაში შედიან:

მიწისზედა ტექნოლოგიური დამუშავების ჯგუფი, რომელიც აწარმოებს თვითმფრინავის სისტემების და ძრავების ტექნოლოგიურ დამუშავებას და გაწყობას. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:

– საჰაერო ხომალდების მიწისზედა დამუშავების საწარმოო უბნები.

ელექტროსანავიგაციო ხელსაწყოებისა და შეიარაღების სისტემების დამუშავების ჯგუფი, რომელიც ატარებს ელექტრო–რადიო და შეიარაღების სისტემების დამუშავებას და გაწყობას. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:

– ელექტროსანავიგაციო ხელსაწყოებისა და შეიარაღების სისტემების დამუშავების საწარმოო უბნები.

წარმოების მომზადების ჯგუფი უზრუნველყოფს საკონსტრუქტორო, ტექნოლოგიურ და ნორმატიული დოკუმენტაციის წარმოებას, ახორციელებს საფრენი შემადგენლობის მოქმედების და პილოტირების ტექნიკის ობიექტურ კონტროლს,  ახორციელებს ტექნოლოგიური და ენერგეტიკული მოწყობილობების მიმდინარე რემონტს, წარმოების შეუფერხებელ უზრუნველყოფას ყველა სახის ხელსაწყოებითა და საკონტროლო აპარატურით, მასალებით, ნამზადებით, წარმოების ნორმალური სვლისათვის საჭირო ყველა დეტალით, საწვავ–საცხები მასალებით და სპეციალური სითხეებით, ახორციელებს მათი სწორი ხარჯვის კონტროლს, ასევე უზრუნველყოფს ფრენების უზრუნველყოფის ჯგუფის მუშაობას. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:

– ტექნოლოგიური ბიურო ტექნიკური არქივითურთ.

– ობიექტური კონტროლის ჯგუფი.

– ენერგო–მექანიკური უბანი.

– ინსტრუმენტების და საკონტროლო შემმოწმებელი აპარატურის საწყობი.

– საწვავ–საცხები მასალების და საწარმოო–სადისპეჩერო ბიურო.

– ფრენების უსაფრთხოების ინსპექტორი.

საინჟინრო–საავიაციო სამსახური, რომელიც ატარებს საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციას და რემონტს, უზრუნველყოფს ფრენების მაღალ საიმედოობას და საჰაერო ხომალდების გაგზავნას საექსპლუატაციო ორგანიზაციებში. სამსახურის შემადგენლობაში შედიან:

– სპეციალობების მიხედვით წამყვანი ინჟინრები.

საფრენ–ექსპერიმენტალური და ფრენების უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც გეგმავს, ორგანიზებას და კოორდინირებას უკეთებს საჰაერო მოძრაობას, თვალყურს ადევნებს აეროდრომის მუდმივ მზადყოფნაში ქონას, ახორციელებს ფრენების გეგმის დისპეჩერულ უზრუნველყოფას, თვალყურს ადევნებს მფრინავი შემადგენლობის ჯანმრთელობას და შრომისუნარიანობას, ორგანიზებას უკეთებს საფრენ სამუშაოებს საავიაციო ტექნიკის გამოცდის მიზნით, ამზადებს საფრენ შემადგენლობას, აფორმებს საფრენოსნო დოკუმენტაციას, მართავს საჰაერო ხომალდების მოძრაობას, ატარებს საჰაერო სივრცის რადიოლოკაციურ კონტროლს, ორგანიზებას უკეთებს თვითმფრინავთმოძრაობას და საჰაერო ხომალდების დასმას, უზრუნველყოფს საბორტო რადიოკავშირის, რადიოსანავიგაციო და რადიოსალოკაციო მოწყობილობების დამუშავებას მიწაზე და ჰაერში, ახორციელებს საფრენოსნო გამოცდების საინჟინრო–კვლევით და მეთოდურ ხელმძღვანელობას.სამსახურის შემადგენლობაში შედიან:

– ფრენების უზრუნველყოფის სამსახური.

– რადიო–ტექნიკური სამსახური.

– საფრენ–ექსპერიმენტალური სამსახური.

– საფრენ–საგამოცდო სამსახური.

– სამედიცინო სამსახური.