კორპორაციული მართვა


კორპორაციული დოკუმენტები


აქციონერები და საკუთრების სტრუქტურა


აუდიტი


სტრატეგია და წლიური ანგარიშები


 

 კორპორაციული მართვა

ს/ს “თამ” (თბილავიამშენი) ახორციელებს კორპორაციული მართვის სრულყოფის ისეთ თანამიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც გეგმაზომიერად აწესრიგებს ურთიერთობებს აქციონერებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და კორპორაციის მენეჯმენტს შორის. ს/ს “თამ”-ის მიერ გატარებული პოლიტიკის მთავარი მიზანია კორპორაციული მართვის გაუმჯობესება _ გამჭირვალობის ხარისხის გაზრდა, საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლება და ინვესტორების უფლებების დაცვის გარანტია.

კორპორაციული მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული იქნა მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებად შეიძლება ჩაითვალოს: 1. სამეთვალყურეო საბჭოსთან საზოგადოების შიდა კონტროლის სისტემის სრულყოფისათვის აუდიტორული კომიტეტის შექმნა, რომელიც ახორციელებს შიდა კონტროლს და შედეგებს პერიოდულად მოახსენებს სამეთვალყურეო საბჭოსა და კომპანიის პრეზიდენტს; 2. კორპორაციული მართვის დროებითი კომიტეტის შექმნა, რომელიც ემსახურება კორპორაციული მართვის კუთხით საქმიანობის სრულყოფას; 3. კორპორაციული მდივნის ინსტიტუტის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს აქციონერებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და კორპორაციის მენეჯმენტს შორის ურთიერთობების მოწესრიგებას. აღნიშნული ინსტიტუტების შემოღებამ უზრუნველყო კორპორაციაში გამჭირვალობისა და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის სისტემების დანერგვა.

კორპორაციული მართვის პრინციპებიდან გამომდინარე მიღებული იქნა სს "თამ"-ის მოკლევადიანი სადივიდენდო პოლტიკა, შეიქმნა დირექტორთა საბჭო, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სათათბირო ორგანო _ აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც დაემორჩილა უშუალოდ გენერალურ დირექტორს და რომელიც განახორციელებს ტექნიკურ და წარმოების საკითხებზე, აგრეთვე კონტრაქტების შესრულებაზე ყოველ კვირეულ მონიტორინგს და უზრუნველყოფს მიმდინარე სამუშაოების შეუფერხებელ შესრულებას; მომზადდა და მიღებულ იქნა დებულებები: ”სამეთვალყურეო საბჭოს შესახებ”, ”დირექტორთა საბჭოს შესახებ” და ”აუდიტორული კომიტეტის შესახებ”. აღნიშნული დებულებები შემუშავებულია კორპორაციული მართვის საერთაშორისო საუკეთესო პრინციპების გათვალისწინებით. დამტკიცდა შიდა აუდიტის სტრუქტურა, შემადგენლობა და დებულება.

კორპორაციასა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის ეფექტური ურთიერთობის დამყარების მიზნით დაგეგმილია შემუშავებული და შემოღებული იქნას სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ გაწეული საქმიანობისათვის მატერიალური ან მორალური წახალისების (დაჯილდოვების) წესი. ანაზღაურების ოდენობას წყვიტავს აქციონერთა საერთო კრება. იმის გათვალისწინებით, რომ დაჯილდოვება (მატერიალური ანაზღაურდება) ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ კორპორაცია მიიღებს სუფთა მოგებას, გაიზარდება აქციონერთა კაპიტალი და აქციონერთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას დივიდენდების გაცემის შესახებ, აქედან გამომდინარე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ექნებათ დაინტერესება და მისწრაფება თავიანთი საქმიანობა წარმართონ აქციონერთა კაპიტალისა და კორპორაციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისაკენ. საბჭოს ყველა წევრთან გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც განსაზღვრულია ფუნქციები, მოვალეობები და რაც მთავარია გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა მათ მიერ გაწეულ საქმიანობაზე.

აღნიშნული საქმიანობის ხარისხის შემოწმება კი ხორციელდება ყოველი წლის ბოლოს კომპანიის მენეჯმენტის ანალიზისათვის სპეციალურად შედგენილი კითხვარების საშუალებით, რაც საშუალებას იძლევა გაანალიზდეს კომპანიის მენეჯმენტის სხვადასხვა დონეებისა და პერსონალის უფლება-მოვალეობები რამდენად შეესაბამება კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებებს, შეფასდეს კომპანიის მართვის ეფექტურობა, გამოვლენილი იქნას მართვის ნაკლოვანებები და დაგეგმილ იქნას კომპანიის მენეჯმენტის ეფექტურობის ამაღლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.

©TAM-Tbilisi Aircraft Manufacturing  2008-2009