|
CAD/CAM CATIA v.5, NASTRAN, PATRAN ”თბილავიამშენში” მომქმედი საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროში საპროექტო სამუშაოების ჩასატარებელ ინსტრუმენტად გამოყენებულია ავტომატიზირებული პროექტირების ერთ-ერთი მაღალი დონის პროგრამული პროდუქტი CATIA (Compiuter Aided Three-dimensional Interactive Application). ესაა ავტომატიზირებული პროექტირების (CAD), წარმოების ტექნიკური მომზადების (CAM) და ინჟინერული ანალიზის კომპლექსური სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა ეფექტურად გადაწყდეს წარმოების ტექნიკური მომზადების ყველა ამოცანა პროექტირებიდან დაწყებული ნახაზის, სპეციფიკაციის, სამონტაჟო სქემების გამოშვებამდე. ბიუროში ნებისმიერი სახის გათვლების მისაღებად, რომელიც საჭირო იქნება კონკრეტული პროექტისათვის, გამოიყენება კომპანია MSC.Software-ს მთავარი პროგრამული პროდუქტი MSC.Nastran. საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროში აგრეთვე სამუშაოების ჩასატარებლად იყენებენ სისტემა MSC.Patran-ს, რომელიც გამოირჩევა პროექტირების, მოდელირების, ანალიზის ინტეგრირებული გარემოთი და მომხმარებლისათვის მიმზიდველი უახლოესი გრაფიკული ინტერფეისით. |
| კომპიუტერული ცენტრი კომპიუტერული ცენტრი ახორციელებს კომპიუტერულ ქსელში ჩართული 220 ერთეული და 90 ერთეული სხვა კომპიუტერული მოწყობილობის ცენტრალურ მართვას თანამედროვე, მაღალი ტექნიკური პარამეტრების მქონე სერვერებით. კომპიუტერული ქსელის ძირითადი ნაწილის მონტაჟი განხორციელებულია ცნობილი ფირმების წარმოების გამანაწილებლებით და ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელით. სააქციო საზოგადოებაში მოქმედებს ავტომატური გასასვლელების სისტემა APACS–ის საფუძველზე, აგრეთვე მოქმედებაშია გარე პერიმეტრის ვიდეოკონტროლის სისტემა. ინტერნეტ მომსახურება 1 MB/წმ ტრაფიკით პროვაიდერისაგან მიიღება ავტონომიურად ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით. ინფორმაციული ბაზების დამუშავება და ადმინისტრირება ხდება SQL Server 2000 სისტემის მეშვეობით. ინფორმაციის დაცვა არასანქციონირებული შეღწევისაგან და ვირუსებისაგან განხორციელებულია როგორც პროგრამულ, ასევე ფიზიკურ დონეზე. მოქმედებს ელექტრონული ფოსტის და შიდა საქარხნო ინფორმაციული ვებ–გვერდის სერვერი. |