|
კომპანია დღეს
ისტორია
სტრუქტურა
მენეჯმენტი
სერტიფიკატები
|
|
საწარმოს საქმიანობა
სს "თბილავიამშენი" წარმოადგენს 60 წლიანი გამოცდილების მქონე
მანქანათმშენებლობის ყველაზე მსხვილ საწარმოს კავკასიაში და ძირითადი
საქმიანობის სფეროა თვითმფრინავმშენებლობა.
ბიზნესის დივერსიფიკაციისა და საბაზრო მოთხოვნებთან უკეთ ადაპტირების
მიზნით კომპანიამ 90-იანი წლებიდან დაიწყო სხვადასხვა დანიშნულების
სამოქალაქო პროდუქციის წარმოება, ხოლო მოგვიანებით სამოქალაქო
ავიამშენებლობის მზარდ სეგმენტში ინვესტირება.
კომპანიის ხედვა
უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში კომპანიის ძირითადი ძალისხმევა მიმართული
იქნება ახალი პროექტების ათვისებისაკენ სამოქალაქო ავიამშენებლობის და სხვა
საავიაციო მომსახურების განვითარებისათვის (საავიაციო გადაზიდვები,
შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და მომსახურება). ამასთანავე, ამ
პერიოდის განმავლობაში კომპანია ეცდება ბოლომდე ამოწუროს თავისი მიმდინარე
ძირითადი პროდუქტის, სუ-25-ის საბაზრო შესაძლებლობები და უზრუნველყოს მისი
საერთაშორისო ("ნატო"–ს)
სტანდარტებამდე აყვანა, პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობის მაქსიმალური
გახანგრძლივების მიზნით.
კომპანიის ფასეულობები
ფასეულობები, რომელითაც "თბილავიამშენი"
ხელმძღვანელობს თავისი საქმიანობისას არის შემდეგი:
• "თბილავიამშენი"-ს
საქმიანობა ყოველთვის დაფუძნებული იქნება ბიზნეს ეთიკის უმაღლესი ნორმების
დაცვაზე მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან, ხელისუფლებასთან,
საზოგადოებასთან და ნებისმიერ ეკონომიკურ აგენტთან ურთიერთობისას;
• "თბილავიამშენი" შეეცდება
შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი
ინიციატივების, ბიზნეს იდეების და ინოვაციების წარმოქმნას, განხორციელებას
და შესაბამისი ანაზღაურების სამართლიანი სისტემის დანერგვას;
• ჩვენი საქმიანობა იქნება ღია და გამჭვირვალე;
• ჩვენი პროდუქცია დააკმაყოფილებს ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს; |
|
კომპანია დღეს
დღეის მდგომარეობით კომპანიის საქმიანობა მოიცავს ორ ძირითად სფეროს:
თვითმფრინავთმშენებლობა (სამხედრო და სამოქალაქო) და სხვადასხვა
დანიშნულების სამოქალაქო პროდუქციის წარმოება.
სამხედრო დანიშნულების საავიაციო პროდუქცია მოიცავს:
• "სუ-25"
ტიპის თვითმფრინავების წარმოება,
კაპიტალური რემონტი, მიმდინარე
მომსახურება და მოდერნიზაცია;
• "მი"
ტიპის ვერტმფრენების კაპიტალური რემონტი;
სამოქალაქო დანიშნულების საავიაციო პროდუქცია მოიცავს:
• 5 ადგილიანი კომპოზიტური მასალით დამზადებული და
Williams international FJ-33
რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი ბიზნეს თვითმფრინავის-
TAM JET-
ის წარმოებას;
• აშშ-ს კომპანია “AIR”-თან
მიმდინარე ერთობლივი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კომპოზიტური
მასალისგან დამზადებული და
Williams international FJ-33
რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი 7-ადგილიანი რეაქტიული ბიზნეს თვითმფრინავის წარმოებას.
სამხედრო ავიაციის დანიშნულების პროდუქციის ძირითადი მომხმარებლებია: დსთ-ს,
აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და ყოფილი სოციალისტური ქვეყნების
სამხედრო-საჰაერო ძალები, რომლებსაც გააჩნიათ სუ-25 ტიპის თვითმფრინავები,
აპირებენ მათ შესყიდვა-მოდენიზაციას ან რემონტს.
სამოქალაქო ავიაციის დანიშნულების პროდუქციის მიზნობრივი მომხმარებლები
არიან: აშშ, ევროპის, ახლოაღმოსავლეთის, აზიის, დსთ-ს ქვეყნების მსხვილი
კორპორაციები, კერძო ავიაკომპანიები და კერძო პირები.
სს ”თბილავიამშენის” მიერ წარმოებული პროდუქცია გამოცდილია დროით,
გამოირჩევა საიმედოობით და მისაღები ფასით.
პარტნიორები
სს "თამ–თბილავიამშენის" უცხოელი პარტნიორები არიან:
Elbit Systems
(ისრაელი) – ავიონიკა და
ელექტრო სისტემები მოდერნიზებული სუ-25-ისათვის;
Israel Aircraft Industries (IAI)
(ისრაელი) – ავიონიკა
ვერტმფრენებისათვის,
GULFSTREAM-ის ტიპის
თვითმფრინავის სხვადასხვა დეტალების დამზადება;
Aircraft Investor Resources (AIR)
(ამერიკის შეერთებული შტატები) – “Tam-Air”-ის
ტიპის 7 ადგილიანი მსუბუქი ბიზნეს ჯეტის აწყობა, სხვადასხვა დეტალების
დამზადება და დიზაინი;
Growth Management Limited (GML)
(დიდი ბრიტანეთი) – ინვესტიციები და
ფინანსური სერვისი;
|