აეროდრომი "ველი"

აეროდრომი "ველი" განლაგებულია თბილისის აეროდრომულ კვანძში.

აეროდრომის ადგილმდებარეობის რელიეფი ძლიერ დახრამულია. 1700 მ–ის დაშორებით გადის 15 მ–მდე სიღრმის ხევი, რომელშიც მოედინება მდინარე ლოჭინი. სამხრეთით 10 კმ–ის დაშორებით მდებარეობს იაღლუჯის ქედი, რომლის სიმაღლეც აეროდრომის დონესთან შედარებით შეადგენს 384 მ–ს. სამხრეთ–დასავლეთ მისადგომები შემოსაზღვრულია მდინარე მტკვრის დაქანებული ნაპირებით. ჩრდილო–დასავლეთით შეინიშნება ადგილმდებარეობის თანდათანობით ამაღლება აეროდრომის დონიდან 20–30 მ, სადაც განლაგებულია დასახლებული პუნქტი 15–20 მეტრი სიმაღლის შენობა–ნაგებობებით, აეროდრომიდან 2300 მ დაშორებით; 3200 მ დაშორებით მდებარეობს მაღალი ძაბვის ანძა, შემდეგ ქალაქი, თავისი მაღლივი შენობებით, ხოლო 14 კმ დაშორებით – მთაწმინდა, აეროდრომის დონიდან 616 მ სიმაღლის სატელევიზიო ანძით. ჩრდილო–აღმოსავლეთით გადის თბილისი–ბაქოს მიმართულების რკინიგზა, მის პარალელურად – თბილისი–რუსთავის გზატკეცილი და 63 მ სიმაღლის მთიანი პლატო, შესაბამისად 650 და 1100 მ დაშორებით.

აეროდრომი "ველი" განკუთვნილია "თბილავიამშენის" მიერ გამოშვებული საავიაციო ტექნიკის საცდელი ფრენებისათვის, სატრანსპორტო საჰაერო ხომალდების აფრენა–მიღებისათვის, ულტრამსუბუქი საფრენი აპარატების აწყობის შემდგომი ფრენებისათვის მხოლოდ დღე–ღამის ნათელ დროს.

აეროდრომზე განთავსებულია და მოქმედებს საფრენ–საცდელი საწარმო და "თბილავიამშენის" სატრანსპორტო ავიაკომპანია.

აეროდრომი "ველი" განლაგებულია ქ. თბილისის სამხრეთ–აღმოსავლეთით მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და "ველის" რკინიგზის სადგურიდან 1,5 კმ–ში.

გეოგრაფიული კოორდინატები (WGS-84 სისტემაში):

– განედი 41°38'58,57" N

– გრძედი 44°56'09,37" Е

სასაათო სარტყლის ნომერი – III

მაგნიტური გადახრა +5°

ჭეშმარიტი აზიმუტები – 14007'48"/320°07'48"

აეროდრომს აქვს  ჩრდილო–დასავლეთიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით გაწელილი ოვალის ფორმა.

სამუშაო ფართობის ზომაა 2830х305х405 მ.

გრუნტი: ზედა ფენა ტყის გრუნტი, ადგილ–ადგილ ზედაპირზე ამოსული ქვიშიანი ფენით, დაფარულია მეჩხერი ბალახით, ძლიერი წვიმების დროს სველდება და ამ პერიოდში გრუნტიდან ექსპლუატაციისათვის უვარგისი ხდება.

საფრენ ზოლს აქვს ბეტონირებული ასაფრენ–დასაფრენი ზოლი ზომით 1950х80 სმ, დაფარვის სისქეა 15–22 სმ.

დაფარვის საკლასიფიკაციო რიცხვი – PCN 11/R/C/V/T

საშუალო დახრა МК=135° - 315°, ასაფრენ–დასაფრენი ზოლის მთელ სიგრძეზე შეადგენს –0,006; გარდიგარდმო დახრა –0,01.

მაქსიმალური დასაშვები დატვირთვა პირობით ერთბორბლიან საყრდენზე – 120 კნ (12,232 ტ).

უსაფრთხოების საბოლოო ზოლი ჩრდილო–დასავლეთით – 150 მ–ია.

ასაფრენ–დასაფრენი ზოლის გასწვრივ გვერდითი უსაფრთხოების ზოლების სიგანეა 40 მ.

სათადარიგო ასაფრენ–დასაფრენი ზოლი 1960 х 100 მ ზომით, განლაგებულია ძირითადი ზოლის პარალელურად მისგან ჩრდილო–აღმოსავლეთით.