კომპანია დღეს


ისტორია


სტრუქტურა


მენეჯმენტი


სერტიფიკატები

 

ისტორია

 

”თბილავიამშენი” (ყოფილი თბილისის საავიაციო ქარხანა) შეიქმნა 1941 წლის 15 დეკემბერს. მეორე მსოფლიო ომის პირველ დღეებში ტაგანროგისა და სევასტოპოლის (უკრაინა) საავიაციო ქარხნები ევაკუირებულ იქნა საქართველოში, თბილისში. სულ მალე ევაკუაციის შემდეგ თბილისის საავიაციო ქარხანამ წარმოებაში ჩაუშვა თავისი პირველი მოიერიშე თვითმფრინავი ლაგგ-3. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში თბილისის საავიაციო საწარმოში ყოფილი სსრკ-ს საჰაერო ძალებისათვის აიწყო სხვადასხვა ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, ისეთი როგორიცაა ლა-3 და იაკ-3. იმ დროისათვის ქარხანა იყო მოიერიშე თვითმფრინავების ერთადერთი მიმწოდებელი კავკასიის ფრონტისათვის.

მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა. ყოფილ სსრკ-ს სხვადასხვა საპროექტო საწარმოებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად დაიწყო პირველი საბჭოთა რეაქტიული მოიერიშე იაკ-15 წარმოება 1946 წელს, რასაც მოჰყვა იაკ-17, იაკ-23 და ორადგილიანი საწვრთნელი რეაქტიული იაკ-23. 50-იანი წლების დასაწყისში ქარხანამ დაიწყო მიქოიანის მიგ-15 და მოგვიანებით მიგ-17 მოიერიშე თვითმფრინავების წარმოება. 1957 წლიდან თბილისის საავიაციო ქარხანა იწყებს ორადგილიანი საწვრთნელ-მოიერიშე თვითმფრინავის მიგ-21-ის და მისი სხვადასხვა მოდიფიკაციების წარმოებას, რომელიც წამოება გაგრძელდა 25 წლის განმავლობაში. ამ პერიოდშივე საწარმო უშვებს ჰაერი-მიწა რაკეტა კ-10.

1979 წელს პირველი სერიული სუ-25 აფრინდა თბილისის საავიაციო ქარხნის საფრენი ბილიკიდან. დღემდე დაახლოებით 800  სუ-25-ის ტიპის სხავადასხვა მოდიფიკაციები ცნობილია დასავლეთში და მათი მიწოდება ხდება მსოფლიო მასშტაბით. დღეისათვის სს ,,თბილავიამშენი" აწარმოებს ამ ტიპის თვითმფრინავებს. 90-იანი წლების დასაწყისამდე სუ-25-თან ერთად თბილისის საავიაციო ქარხანა ფართო მასშტაბით აწარმოებდა ჰაერი-ჰაერი ტიპის რ-60 და რ-73 მართვად რაკეტებს (წელიწადში 6000 რაკეტა). 80-იანი წლების შუა პერიოდში თბილისის საავიაციო ქარხანა მონაწილეობდა ყოფილი საბჭოთა სივრცის პროგრამაში ,,ბურანი" (კოსმოსური შატლის საბჭოთა ანალოგი), აწარმოებდა და აწყობდა სხვადასხვა ნაკეთობებს ამ პროგრამისათვის.

90-იანი წლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეცნიერულ წარმატებას წარმოადგენს ერთობლივი პროექტის განხორციელება "თბილავიამშენსა" და საქართველოს კოსმოსური ნაგებობის ინსტიტუტთან ერთად, მოძრავი ანტენა-რეფლექტორის დაპროექტება და დამზადება, რომლის პირველი გამოცდაც დასრულდა რუსულ კოსმოსურ სადგურ "მირ"-ზე .


 

 

©TAM-Tbilisi Aircraft Manufacturing  2008-2009